2022 წელს, ევროკავშირში დროებითი თავშესაფარი საქართველოს 25 000-ზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა.
ევროსტატმის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში წერია, რომ თავშესაფრის თხოვნის სტატისტიკით საქართველო მსოფლიოს ათეულშია და სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს უსწრეს - გამონაკლისია თურქეთი.
2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებს შორის დროებითი თავშესაფრის მოთხოვნით (პირველ ჯერზე) საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ:
საფრანგეთს - 8905 განაცხადი;
გერმანიას - 7965 განაცხადი;
იტალიას - 3240 განაცხადი;
ირლანდიას - 2705 განაცხადი;
ბელგიას - 840 განაცხადი;
ესპანეთს - 660 განაცხადი;
შვეიცარიას - 660 განაცხადი.
გასაჯაროებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ წინა რამდენიმე წელთან შედარებით, 2022 წელს გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიმართვების რაოდენობა, თუმცა ეს რიცხვი ჩამორჩება 2015 და 2016 წლების მონაცემებს, როცა თავშესაფარს 1 მლნ ადამიანი ითხოვდა.