ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბავშვი 2-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
ოჯახის ინფორმაციით, ის მუშევანში, საკუთარი საცხოვრებელი სახლისგან მოშორებით იმყოფებოდა.
არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს.
სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. ბიჭი გუშინ დილის 11 საათზე მდინარეზე ჩავიდა, მას შემდეგ კი აღარავის ჰყავდა ნანახი.