საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება იყო.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც "თავდაცვის კოდექსის" პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და "ხალხის ძალის" წევრებს შორის სიტყვიერი კამათი და ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
განხილვის დროს, ერთმანეთთან დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სოზარ სუბარი საუბრობდნენ, რა დროსაც, მოსაუბრეთა შორის სიტუაცია დაიძაბა, პროცესში კი სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა.
ნაკაიძეს "ხალხის ძალის" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის გარდა, სხდომათა დარბაზში დამონტაჟებული მიკროფონი უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა.
სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
არსებული ინფორმაციით, "ხალხის ძალის" დეპუტატები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს "აგენტებს" ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია.
სიტუაციის განმუხტვას სხდომათა დარბაზში მანდატურები ცდილობდნენ.