მოზარდს სანადირო თოფი გაუვარდა

2017-10-30 12:19:37

 მე-11კლასის მოსწავლეს სანადირო თოფი გაუვარდა, რის გამოც ყბა-სახის არეში დაზიანება მიიღო. შემთხვევა ცაგერის რაიონის სოფელ ხოჯის სკოლაში მოხდა.

დაშავებულ მოსწავლეს  ქუთაისის  კლინიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება.
 

შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115– მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.