ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერთასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ორი სუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ერთი პირი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ერთი დაშავებული ქარელის "გორედში" გადაიყვანეს.