ტრენინგი კოსმეტიკური და ესთეტიკური ცენტრების წარმომადგენლებისთვის

2023-03-17 18:00:22

მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზინით რუსთავის მერიის მიერ  დაწყებული, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების მონიტორინგის  ფარგლებში, დღეს    ,,თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის” ეპიდემიოლოგებმა, რუსთავში არსებული სილამაზის სალონების  წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგი რუსთავის მერიის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.შეხვედრაზე ქალაქში არსებული კოსმეტრიკური ცენტრების  წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ იმ სტანდარტების და მარეგულირებელი ნორმების  შესახებ, რომლებსაც ისინი აუცილებლად  უნდა აკმაყოფილებდნენ. შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის დირექტორი დავით იშხნელი ესწრებოდნენ.
მონიტორინგი, რომელიც რუსთავის მერიამ მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში დაიწყო,  C ჰეპატიტის, ვირუსული, სოკოვანი და ბაქტეოროლოგიური დაავადებების ელიმინაციას და მათ პრევენციას ისახავს მიზნად.

 

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.