21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.
რაც შეეხება რუსთავს, ჰაერის ტემპერატურა იქნება: 18 მარტი + 18 °C, 19 მარტი + 17 °C, 20 მარტი + 14 °C, 21 მარტი + 15 °C.