რუსთავში დედამთილმა რძალს ქუჩაში სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XII მიკრორაიონში, ერთერთ ქუჩაზე, 60 წლამდე ქალსა და 30 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დედამთილმა რძალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით დედამთილი პასუხისგებაში მიეცა.