ბიძაშვილმა ბიძაშვილი დაჭრა

2023-03-15 19:10:03

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 49 წლის მამაკაცი დაჭრეს.

მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნათესავმა მამაკაცმა დაშავებულს იარაღი, საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან დამიზნებით, ორჯერ ესროლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვარკვევთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები