"ოჯახი, სკოლა და ეკლესია უნდა გაერთიანდეს იმ მიზნით, რომ აღვზარდოთ ჩვენი შვილები” - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა. პატრიარქმა ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ შაბათს ბავშვებს დალოცავს.
"მომავალ შაბათს იქნება ბავშვების დალოცვა და საკითხი - როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები. ბავშვების აღზრდა ეს არის მთავარი მიზანი ჩვენი არსებობისა, ჩვენი ცხოვრებისა, ამიტომ ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ოჯახი, სკოლა და ეკლესია უნდა გაერთიანდეს იმ მიზნით, რომ აღვზარდოთ ჩვენი შვილები”- განაცხადა ილია მეორემ.