გარდაბანში სახალხო დღესასწაული აღინიშნა

2017-10-28 18:47:34

ქალაქ გარდაბანში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გარდაბნობაა“. „გარდაბნობის“ ფარგლებში უამრავი კულტურული თუ სპორტული ღონისძიება გაიმართა. 12:00 საათზე ფეხბურთში ჩემპიონატი ჩატარდა. მოგვიანებით კი ა(ა)იპ ცენტრების მიერ ორგანიზებული გამოფენები მოეწყო. 16:00 საათზე პანტომიმის თეატრის მონაწილეობით გასართობი შოუ-პროგრამა ჩატარდა. 17:00 საათზე საზეიმო კონცერტი დაიწყო, რომელშიც ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მსვლელობის დროს მოხდა გარდაბნის ოთხი მკვიდრის დაჯილდოვება, რომლებსაც საპატიო მოქალაქის სტატუსი, სიგელები და მედლები გადაეცათ.

1.ვაჟა გენგაშვილი - საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე

2.ფლორა ასკეროვა - საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი

3.გურიელ ჯიხაძე - დასუფთავების სამსახურის უფროსი

4.მანანა ძიძიკაშვილი - მხატვარი

კონცერტს ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33ა“ დაასრულა. ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.