რუსთავის 24-ე ქართული გიმნაზიის მოსწავლეებმა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს.
გამარჯვებულები მეათე კლასის მოსწავლეები - ნინი ხუციშვილი, ნატალი ტაბატაძე, ანა ხიდაშელი, მარიამ გავაშელი და თათა ოსიტაშვილი არიან.
გამარჯვებული პროექტის ფარგლებში მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, ისინი ტრენინგებსა და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებუკები სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად, განახორციელებენ ღონისძიებებს შემდეგი მიმარ თულებებით:
• მოსწავლეთა შორის თანაშრომლობა;
• საგზაო უსაფრთხოება;
• გარემოს დაცვა;
• ადგილობრივ თვითმმართველობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა;
USAID-ის სამოქალაქო განათლების 5 წლიან პროგრამას ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.
ქვემო ქართლის რეგიონში, პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია სიქა.
პროგრამის მიზანია, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა.