ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

2023-03-06 11:05:58

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის მოხდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მანდატურებმა კომიტეტის დარბაზიდან გაიყვანეს.