ავტომობილების რაოდენობა 73 ათასი ავტომობილით გაიზარდა

2023-03-05 12:13:22

ერთ წელიწადში ავტომობილების რაოდენობა 73 ათასი ავტომობილით ანუ თითქმის 5%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.
კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებული იყო 1 563 200 ავტომობილი, აქედან 1 333 000 მსუბუქი.

2021 წლის მონაცემებით კი, საქართველოში 1 490 200 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, საიდანაც უმეტესობა - 1 265 900 მსუბუქი ავტომობილი იყო.