ამბულატორიული და კლინიკების მომსახურება გაძვირდა

2023-03-04 13:31:35

თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასების 4.9 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე.
ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურებაზე (1.3 პროცენტი);

ზოგადად კი, ინფლაციის დონემ საქართველოში 2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.6 პროცენტით, რაც -0.79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ამ შემთხვევაშიც ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-19.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8.0 პროცენტი).