მარნეულის მუნიციპალიტეტში, მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
მსუბუქი დაზიანებები მიიღო მძღოლმა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ფოტო: 24news.ge