ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის სოფელი ჯვარიქეთი - კურორტი გოდერძის მონაკვეთზე მეწყრის ჩამოსვლის გამო ყველა სახლის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ94-კმ106 (სოფ.ჯვარიქეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე მეწყრის ჩამოსვლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (ანგისა-სოფ.ჯვარიქეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის აღდგება აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა.