საქართველოს მოქალაქეს საზღვარზე ჩემოდნით 14 წლის ბავშვი გადაჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეს ჩანთის გახსნა სთხოვეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ, სამგზავრო ჩემოდანი პოლიციელებმა თვითონ გახსნეს რა დროსაც შიგნით 14 წლის ბავშვი აღმოაჩინეს.
საქართველოს მოქალაქე და ბავშვი პოლიციას ჰყავს დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი საქართველოში მყოფი მშობლების სანახავად მიდიოდა. ნახეთ ვიდეო.