რამდენიმე საათის წინ, გურჯაანში არსებულ "ჯეო ჰოსპიტალსში" 2 წლის ბავშვი შეიყვანეს, რომელსაც სხეულზე დამწვრობები აღენიშნება.
ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც ოფიციალურად დადასტირებული ჯერ არ არის, ბავშვი, შესაძლოა, მშობლისგან ძალადობის მსხვერპლი იყოს.
ექიმების თქმით, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება და ის თბილისში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ბავშვს სხეულზე გაურკვევლი სახის დამწვრობები აქვს და ამასთანავე, მუცლის მწვავე ტკივილი აღენიშნება.
გურჯაანის საავადმყოფოსთან მობილიზებული იყო პოლიცია.