მოიგე "მწვანე ბარათი"

2017-10-25 22:54:24

ამერიკის მწვანე ბარათის გათამაშება დაიწყო და გაგრძელდება 18 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით!

მწვანე ბარათი - Permanent Resident Card ეს არის დოკუმენტი რომელიც გაძლევთ უფლებას მუდმივად იცხოვროთ,იმუშაოთ და ისწავლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მწვანე ბარათის მიღება შეგიძლიათ გათამაშებაში მონაწილეობით.ლატარეა ოფიციალურად ტარდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წელიწადში ერთხელ. აშშ კონგრესის დადგენილებით, ლატარეა დაარსდა 1995 წელს, მას მერე ყოველ წელს მწვანე ბარათს იგებს მთელი მსოფლიოდან 55000 ადამიანი.

გათამაშების მიზანია აქტიური ემიგრანტების მოზიდვა და აშშ-ს მოსახლეობის მრავალეთნიკურობის შენარჩუნება. ერთადერთი ოფიციალური სარეგისტრაციო საიტია: dvlottery.state.gov სავარაუდოდ ყველასთვის ცნობილია,რომ საიტზე რეგისტრაცია უფასოა,მაგრამ სტატისტიკის მიხედვით ყოველწლიურად 16 000-მდე რეგისტრაციის მსურველი ავსებს აპლიკაციას არასწორად,უმნიშვნელო შეცდომაც კი შეიძლება გახდეს განაცხადის გაბათილების მიზეზი,მეორედ რეგისტრაციის მცდელობისას კი სრულიად დაკარგავთ ლატარეაში მონაწილეობის შანსს. ჩვენ მომსახურეობის საფასურს ვიღებთ სააპლიკაციო ფორმის უშეცდომოდ შევსებაში.ასევე გადაგიღებთ ფოტოს ზუსტი სტანდარტების დაცვით, გაგიწევთ კონსულტაციას.

ჩვენი ოფისის არსებობის 6 წლის მანძილზე დარეგისტრირებულების საერთო რაედონებიდან მწვანე ბარათი მოიგო 50-ზე მეტმა ადამიანმა. ჩვენი მისამართია: ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზირი N9, ფოსტის შენობა, 592 881 003 ®

გათამაშების მსვლელობისას ვიმუშავებთ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, დილის 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე. ჩვენს ოფისში დარეგისტრირებული პირი მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების მწვანე ბარათის ლატარეაში რეგისტრაციის საკუთარ,უნიკალურ კოდს ამობეჭდილი სახით(რომლის საშუალებითაც გადაამოწმებთ ლატარიის გათამაშების შედეგებს მაისში).

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი გამარჯვებულებს შეარჩევს მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის პრინციპით, კომპიუტერული ლატარიის გზით 2018 წლის 15 მაისს. მიმდინარე წელს დარეგისტრირებული განაცხადებების გათამაშების შედეგების ნახვა ყოველ დარეგისტრირებულ პირს შეეძლება 2018 წლის 15 მაისიდან. გამარჯვებულებს საიმიგრაციო ვიზები მიეცემათ 2019 წლის 30 სექტემბრამდე.

რეგისტრაციის წესები
სარეგისტრაციო განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს არანაკლებ სრული საშუალო განათლება. არასრული საშუალო განათლება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის საკმარისი,თუ პირს აქვს არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. დაოჯახებულმა პირებმა(რომელთაც ხელი ოფიციალურად აქვთ მოწერილი) აუცილებლად უნდა შეიყვანონ განაცხადში მეუღლე და ყველა 21 წლამდე ასაკის დასაოჯახებელი შვილი. თუ შვილი 21 წლის ან მეტისაა, მას შეუძლია,ცალკე შეავსოს განაცხადი. თუ რომელიმე მეუღლეს წინა ქორწინებიდან ყავს 21 წლამდე არასრულწლოვანი შვილები, მათი ჩაწერა ორივე განაცხადში აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მომავალში აპირებს მათ წაყვანას ამერიკაში თუ არა. ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად დაახლოებით ყოველი 30–40 განაცხადიდან იმარჯვებს ერთი, ხოლო ცოლ–ქმრის შემთხვევაში, როდესაც 2 განაცხადი ივსება –მოგების შანსი ორმაგდება. თუ მეუღლე, ან რომელიმე 21 წლამდე ასაკის დასაოჯახებელი შვილი საზღვარგარეთაა, ან ფიზიკურად მოსვლას ვერ ახერხებს, მაშინ თან უნდა იქონიოთ მათი ფოტოსურათები CD დისკზე ჩაწერილი 600 X 600 პიქსელზე ზომებში, რომელიც 6 თვეზე ძველი არ უნდა იყოს. 6 თვეზე ძველი ფოტოსურათის განაცხადში შეყვანა ასევე გამოიწვევს საიმიგრაციო ვიზაზე უარს.ფოტოს გადაღებისას დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი მაკიაჟი,არ გეცვათ მბზინვარე,ან ყელიანი სამოსი. მამაკაცებისთვის კი წვერი დასაშვებია,მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მუდმივად ატარებთ წვერს და სხვა საბუთების ფოტოზე წვერი გაქვთ ან ატარებთ რელიგიური ნიშნით.

აუცილებელია რეგისტრაციის დროს თან იქონიოთ აიდი (ID) ბარათი,საზღვარგარეთის პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ხოლო ბავშვებისთვის - ბავშვების დაბადების მოწმობები(ან ასლები) ან მათი პირადობის მოწმობები. ეს საბუთები ხელს უწყობს რეგისტრაციისას სიზუსტის დაცვას. იმ შემთხვევაში, თუკი ცოლ–ქმარს ოფიციალურად ხელი არა აქვს მოწერილი, ცალ–ცალკე შეავსებენ განაცხადს, 21 წლამდე ასაკის შვილებს ორივენი მიუთითებენ საკუთარ განაცხადში და სურვილის შემთხვევაში მაისამდე(პასუხების დადებამდე) მოაწერენ ხელს და წაიყვანენ მეუღლესაც შვილებთან ერთად.

დაუსწრებლად რეგისტრაციაც არის შესაძლებელი მათთვის, ვინც ქალაქგარეთ ან საზღვარგარეთაა და რუსთავში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, ისინი ჩვენს ოფისში აგზავნიან თავიანთ წარმომადგენელს(ოჯახის წევრს,მეგობარს, ნათესავს...), თან ატანენ CD დისკზე ჩაწერილ თავის ფოტოსურათებს მწვანე ბარათის ლატარიისთვის გადაღებულს – 600X600 პიქსელზე, ასევე თავისი საზღვარგარეთის პასპორტის(ან პირადობის) ასლებს.
თუ ფეხმძიმე ქალი მოიგებს მწვანე ბარათს, გამარჯვების შემთხვევაში ბავშვი ავტომატურად დაემატება მშობლების განაცხადში და გაემგზავრება მათთან ერთად შტატებში. მწვანე ბარათის ლატარეაში გამარჯვებული, ასევე მეუღლე და 21 წლამდე არასრულწლოვანი დასაოჯახებელი შვილები ხდებიან ამერიკის მუდმივი მცხოვრებნი (Permanent Resident), რაც ამერიკაში კანონიერი ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლებას იძლევა. მწვანე ბარათის მფლობელს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს კანადაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ასევე სარგებლობს პრივილეგიებით სხვა ქვეყნებში მოგზაურობის სურვილის შემთხვევაში. ჩასვლიდან 5 წლის განმავლობაში პირს არა აქვს მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური უფლებები (მაგალითად არჩევნებში მონაწილეობის ), არა აქვს უფლება ამერიკიდან ერთდროულად 6 თვეზე მეტი ხნით გასვლისა. ეს შეზღუდვა მხოლოდ ამერიკის მოქალაქეობის მიღებამდე მოქმედებს. თუ ამერიკაში ცხოვრების 5 წლის განმავლობაში მან აშშ–ში გაატარა მინიმუმ 30 თვე – ის ხდება ამერიკის მოქალაქე და ზემოთხსენებული შეზღუდვა ეხსნება, სურვილის შემთხვევაში, შეეძლება განუსაზღვრელი ვადით დატოვოს ქვეყანა.
მოქალაქეობის მიღებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, ანუ ჩასვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, უკვე ამერიკის მოქალაქეობამიღებულ პირებს შეუძლიათ მშობლები წაიყვანონ ოჯახის გაერთიანების მიზნით.
თუ გამარჯვებული ვიზის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში არ წავა აშშ-ში, კარგავს მწვანე ბარათს.
მოგებული მწვანე ბარათის წართმევა,მოპარვა, სხვისთვის გადაცემა, გაყიდვა ან გასხვისება შეუძლებელია!
ლატარეაში მონაწილეობა არ წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს ამერიკის სხვა ტიპის ვიზის, ან სხვა რომელიმე ქვეყნის ვიზების მიღებაში. თუ ვინმეს უარს ეტყვიან რომელიმე ტიპის ვიზის მიღებაზე, ეს არანაირ კავშირში იქნება მწვანე ბარათის ლატარეასთან.

რეგისტრაციის საფასური ერთ განაცხადზე არის 20 ლარი.თანხაში შედის ფოტოსურათის გადაღებაც.ცოლ–ქმრის შემთხვევაში თუ ოჯახი ორ განაცხადს ავსებს რეგისტრაციის საფასური ცოლ–ქმარზე იქნება 15–15 ლარი და ამ შემთხვევაში 21 წლამდე არასრულწლოვანი შვილების რეგისტრაცია მშობლებთან ერთად უფასოა.
ჩვენი მისამართია: ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზირი N9, ფოსტის შენობა.T.592 881 003