ქალმა კლინიკის ეზოში იმშობიარა

2023-02-17 11:59:41

ქუთაისში, კლინიკის ეზოში ქალმა იმშობიარა. მშობიარემ უამინდობის გამო საავადმყოფოში დროულად მისვლა ვერ შეძლო.

ქალს ვაჟი შეეძინა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ ინფორმაციას "კლინიკა ბომონდი" ავრცელებს.

"თოვლს რომ გაალღობს და თოვლიან დღეს გაათბობს, ისეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ.

მშობიარემ, რომელმაც უამინდობის მიზეზით კლინიკაში დროულად მოსვლა ვერ შეძლო, "კლინიკა ბომონდი"-ს ეზოში იმშობიარა.

ქალბატონს ვაჟი შეეძინა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

"მშობიარე მარტვილიდან კლინიკაში შემოვიდა ჭინთვებში, რის გამოც მისი გადაყვანა სამშობიარო ბლოკში ვერ მოესწო და მშობიარობის მიღება მოხდა ავტომობილში,"-ამბობს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

ნეონატოლოგი: ფატი კალატოზიშვილი

ბებიაქალი: მარიკა რურუა", - წერს კლინიკის ოფიციალური გვერდი.