ანსამბლი "მე რუსთველი" ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებებში ღებულობს მონაწილეობას.
ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ლიეტუვაში რუსთაველი მომღერლები ქალაქ პანევეჟისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიიწვიეს.
ანსამბლმა პაკროიასსა და პენევეჟისში უკვე გამართა 2 სოლო კონცერტი. კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
რეპერტუარში ქართული საეკლესიო საგალობლები და ტრადიციული სიმღერები იყო წარმოდგენილი.