ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 70 წლის ქალს დაეჯახა, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა.
დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: რადიო ათინათი