65 000 000-ად ქვემო ქართლში 12 ახალი სკოლა აშენდება

2023-02-08 13:05:43

ქვემო ქართლის სხვადასხვა რეგიონში 12 ახალი სკოლა აშენდება.

სკოლების პროექტირება/მშენებლობისთვის ელექტრონული ტენდერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.

სკოლების მშენებლობისთვის 65 000 000 ლარია გამოყოფილი.

სკოლების მშენებლობა იგეგმება:

1. 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში -  გამოყოფილია 2,109,378.52 ლარი

2. 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში - გამოყოფილია 4,330,040.03 ლარი

3. 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში - გამოყოფილია  5,075,773.00 ლარი

4. 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში - გამოყოფილია 2,199,755.65 ლარი

5. 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპში - გამოყოფილია 4,387,487.69 ლარი

6. 650 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში - გამოყოფილია  14,953,454.98 ლარი

7. 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში - გამოყოფილია 12,381,739.75 ლარი

8. 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა - მარნეულის მუნიციპალიტეტის იმირსში - გამოყოფილია 3,348,588.57 ლარი

9. 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ბეგლიარში - გამოყოფილია 4,311,503.67 ლარი

10. 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში -  გამოყოფილია 4,397,444.37 ლარი

11. 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანში - გამოყოფილია 6,237,922.96 ლარი

12. 30 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა - სოფელ პატარა დმანისში - გამოყოფილია 1,285,875.28 ლარი

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები