გურჯაანში, სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობაში ხანძარი იყო.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური შესაბამისი ძალებით იყო მობილიზებული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.