სამუშაო გრაფიკის ცვლილება

2023-02-03 17:44:54

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, იმ დარგებს, რომლებიც 26 დეკემბრიდან სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალში აღარ არიან და კვირაში 40-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა უწევთ, ადაპტაციისთვის სამთვიანი პერიოდი ექნებათ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში ე.წ. პროაქტიულ ინსპექტირებებს არ ჩაატარებენ, თუ არ დაინახავენ, რომ დასაქმებულების უფლებები ირღვევა.

"შრომის კოდექსის" მიხედვით, სტანდარტულად, 40-საათიანი კვირა არის გაწერილი. შესაბამისად, დამსაქმებელს 40 საათზე ზემოთ მუშაობის შემთხვევაში, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება აქვს. მაგრამ, ჯანდაცვისა და საზღვაო თევზჭერის დარგებში, მთავრობის დადგენილებით, დამსაქმებელს 48-საათიანი სამუშაო კვირის შემოღების შესაძლებლობა მიეცათ. რაც შეეხება, დამსაქმებლებს, რომლებიც წინა სპეციფიკური დარგების რეჟიმის ჩამონათვალში იყვნენ და ახლა აღარ არიან, ახალ გარემოში ადაპტირებაში დახმარება დასჭირდებათ. ჩვენ მზად ვართ, კანონის ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში, როგორც შრომის ინსპექცია, ისე შრომის სამინისტრომ დამსაქმებლებს კონსულტაციები გაუწიოს და მხარი დაუჭიროს. ჩვენი თვითმიზანი დასაქმებულების უფლებების დაცვაა. ე.წ. პროაქტიულ ინსპექტირებებს არ ჩავატარებთ თუ არ დავინახავთ, რომ დასაქმებულების უფლებები ირღვევა", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.