ვივამედის კლინიკაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილს წერილი მისწერა.
ინფორმაციას ამის შესახებ ენმ-ის ახლად არჩეული თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"გილოცავ, ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად.
მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს. გეხვევი",- წერია სააკაშვილის წერილში.