"ინფო რუსთავისა" და "მეტრომარტის" ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული ნაძვის ხეების მეპატრონეებს ტექნიკის მაღაზიამ ვაუჩერები გადასცა.
I, II და III ადგილზე გასულმა მონაწილეებმა "მეტრომარტისგან" 200, 300 და 500 ლარიანი ვაუჩერები მიიღეს.
გამარჯვებულმა კონკურსანტებმა ვაუჩერები რუსთავის ფილიალში გაანაღდეს და მათთვის საურველი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა შეძლეს.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კონკურსი მათთვის მამოტივირებელი იყო .
"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ინფო რუსთავს და მეტრომარტს, რომ მოგვეცა საშუალება, ასეთ კარგ გათამაშებაში მიგვეღო მონაწილეობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ. ვისურვებდი, მომავალ წელსაც იყოს ასეთი გათამაშებები. მადლობა მინდა ვუთხრა მეტრომარტს და ინფო რუსთავს, რომ გვაძლევენ მოტივაციას და ასე გაგვიფერადეს ახალი წელი", - თქვა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა.
"დღეს გადავეცით ვაუჩერები გამარჯვებულ ადამიანებს და უკვე დაიწყეს მეტრომარტში განაღდება. ერთ-ერთმა ბედნიერმა ოჯახმა, რომელმაც დღეს გაანაღდა 300 ლარიანი ვაუჩერი, შეიძინა 2 სახეობის ტექნიკა ვაუჩერზე ძალიან მცირეოდენი თანხის დამატებით.
რაც შეეხება პირველ ადგილზე გასულ ადამიანს, რომელმაც 500 ლარიანი ვაუჩერი მოიგო, ტელევიზორი შეარჩია და ასეთი ფერადი ახალი წელი მოიყვანა ჩვენთან ერთად.
ისინი ძალიან მადლიერები არიან ინფო რუსთავის და მეტრომარტის იმიტომ, რომ ასეთი აქცია იშვიათია, მაგრამ ვპირდებით, რომ ხშირად იქნება მომავალში, რადგან ძალიან ბევრი კარგი დღესასწაული გვაქვს კალენდარზე და შევეცდებით, რომ მუდმივად წავახალისოთ ჩვენი მომხმარებლები და თქვენი მაყურებლები.
კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელსაც და მეტრომარტის მომხმარებელსაც, რომ ეს იყო საახალწლო აქცია - გადაიღე საკუთარი ნაძვის ხე. 100-ზე მეტი ნაძვის ხე იყო წარმოდგენილი, აქედან 25 შეირჩა, რომელმაც კონკურსში გააგრძელა შემდეგი ეტაპი და 25-დან ლაიქების მიხედვით 3 გამარჯვებული გამოვლინდა. ასეთი კარგი სტატისტიკის შედეგად, მათ მიიღეს 200, 300 და 500 ლარიანი ვაუჩერები", - განაცხადა მეტრომარტის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, კონკურსში პირველ ადგილზე 4153 მოწონების მქონე ნაძვის ხე გავიდა, მეორეზე - 4002, მესამეზე კი 1711.
"ინფო რუსთავი" კონკურსის იდეის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის მეტრომარტს და გეტყვით, რომ ტექნიკის მაღაზიათა უმსხვილეს ქსელში აქციები გრძელდება.
მაღაზიაში მოქმედებს საჩუქრებით სავსე ბუშტების აქცია. შეიძენთ სასურველ ტექნიკას "მეტრომარტში"? ავტომატურად გახდებით სჩუქრის მფლობელიც .
მოიწონე მეტრომარტის ფეისბუქ გვერდი, გააკეთე შენაძენი და ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას ისარგებლე ბუშტების აქციით, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ფილიალში დაგხვდებათ.
ამასთანავე, ტექნიკის მაღაზიაში გვთავაზობენ "ჩინურ საფესტივალო ფასებს". როგორც იცით, ხვალ, 22 იანვარს ჩინური ახალი წელია. ჩინელებს სჯერათ, რომ ახალი წლის დასაწყისი წარმატებასთან და კარგ იღბალთან ასოცირდება.
ნუ ჩამორჩებით ამ ამბავს, შეარჩიეთ ერთმანეთისათვის ისეთი საჩუქრები, რომელიც თქვენს საყვარელ ადამიანებს მომავალი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დასჭირდებათ და გამოადგებათ. და რა თქმა უნდა, მხოლოდ "მეტრომარტში", საუკეთესო ფასად!