ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე საზოგადოებრივ ცენტრთან ახლოს სროლა იყო.
როგორც ირკვევა, იარაღი კონკრეტული პირის მიმართულებით ისროლეს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. სროლას წინ ხმაური და დაპირისპირება უძღოდა.
ტყვია საზოგადოებრივი ცენტრის შენობას მოხვდა.