გაუმართავი ლიფტი მე-8 მკრ-ს #10 საცხოვრევბელ კორპუსში.
პრობლემის შესახებ, "ინფო რუსთავს" აღნიშნული ბინის, მაცხოვრებელი დაუკავშირდა.
მაცხოვრებელი, ლიფტის რეაბილიტაციას, მანამდე კი მის დალუქვას ითხოვს.
"იატაკი არის არა მყარი, ამ ბოლო დროს იჭედება, ამოდის სართულზე და კარი არ იღება, გვიწევს ხელით გაღება. თუ არ იცის ადამიანმა ხელით როგორ უნდა გააღოს ლიფტიდან ვერ გამოვა. ვინც არის შესაბამისი სამსახური იქნებ ყურადღება მოგვაქციონ და მოგვხედონ, ან არა და საერთოდ ჩაკეტონ. დღეს გაიჭედა ორსული გოგო, კიდევ კარგი რომ მოვახერხეთ და გამოვიყვანეთ. ისეთი შეშინებული იყო ვეღარც საუბრობდა", - ადგილობრივი.
"ინფო რუსთავი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ააიპ "რუსთავის კორპუსს" დაუკავშირდა:
"მობინადრე უნდა დაუკავშირდეს ამხანაგობის თავმჯდომარეს, ლიფტი ამხანაგობის საკუთრებაა, ყველა ამხანაგობას გაფორმებული აქვს შესაბამის კომპანიასთან თანამშრომლობა, თუ რომელიმე კომპანია არ ასრულებს თავის მოვალეობას, ამხანაგობას შეუძლია გაუწყვიტოს ხელშეკრულება და ხელშეკრულება გააფორმოს უფრო კეთილსინდისიერ კომპანიასთან. რუსთავში 20-მდე კომპანია ოპერირებს, ასე რომ არჩევანი არის. გარდა ამისა ათწლეულების განმავლობაში, საერთოდ არ გამოცვლილა რუსთავში ლიფტები და წელიწადნახევარში 150 ლიფტი გავაკეთეთ, დაგეგმილია ლიფტების რებილიტაცია მომავალშიც, წელსაც და მომავალ წელსაც, შეძლებისდაგვარად მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს", - განაცხადა "რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელმა დავით ხაჩიძემ.