რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად ოპელის "მარკის" მანქანა სრულად დაიწვა.
ავტომობილის მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცმა დამწვრობა სახის არეში მიიღო.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.