"20 იანვარს კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში შევჩენკოსა და გურამიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის მიზნით ახალ ქსელზე დამონტაჟდება 12 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.
პარალელურად წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოები ჩატარდება იაღლუჯის რეზერვუარზე, ცურტაველისა და თბილისის ქუჩების კვეთაზე. აღნიშნულ მისამართებზე კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ასევე ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოები 20 იანვარს დღის 12:00 საათზე დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
სამუშოების მიმდინარეობისას უცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 20 იანვრის, დღის 12:00 საათიდან 21 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავში - 9 ძმა ხერხეულიძის, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას, თბილისის, იაღლუჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, მაჩაბელის, მეგობრობის, მელიქიშვილის, დადიანის, ნიშნიანიძის, შევჩენკოს, ყაზბეგის, ცურტაველის, თავგორაშვილის, ფალიაშვილის, გზირიშვილის, კიკვიძის, ლესელიძის, შიო არაგვისპირელის, კლდიაშვილის ლომოურის, დოლიძის, ჩოხელის, გონაშვილის, ახმეტელის და თოდრიას ქუჩებს, შარტავას გამზირს, VI, VII, VIIა, VIII, XX და XXI მიკრორაიონებს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით."