ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შსს მინისტრი დაიღუპა [video]

2023-01-18 13:08:55

კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარიში საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა. [ვიდეო/video]

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ეკუთვნოდა.

მათივე ცნობით, ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა შს მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი ლუბკოვიჩი.

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროს იგორ კლიმენკოს წინასწარი ინფორმაციით, სულ დაღუპულია 16 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. საავადმყოფოშია 22 დაშავებული, მათგან 10 ბავშვი.


ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები