ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს ერთსართულიან ხის სახლში ქალი იმყოფებოდა, თუმცა მან გამოსვლა მოასწრო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და პოლიცია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.