სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.6 ლარით შემცირდა და 253.5 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის დეკემბერთან შედარებით მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 30 ლარით არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.5 ლარით შემცირდა და 224.5 ლარი შეადგინა.
ზოგადად, საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის მაღალ დონესთანაა დაკავშირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 9.8% შეადგინა.