რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
საახალწლო არდადეგების შემდეგ, პროცესი ქალაქის 26 - ივე საჯარო სკოლის მოსწავლისთვის დაიწყო.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის რესურსცენტრში განუცხადეს, 6 სკოლას მოსწავლეები არ მიუღია, მიზეზი - სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
აღნიშნული სკოლის მოსწავლეები სწავლას ჰიბრიდულ რეჟიმში აგრძელებენ.