საქართველოში 20 იანვრამდე უნალექო ამინდი იქნება.
სინოპტიკოსების თქმით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოიმატებს.
ღამის საათებში დედაქალაქში -4, -2 გრადუსი იქნება. დღისით კი ტემპერატურა მოიმატებს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში
რუსთავში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 17 იანვარი + 7 ° C, 18 იანვარი + 7 ° C, 19 იანვარი + 6 ° C, 20 იანვარი + 5 ° C.