რუსთავში, შარტავას გამზირზე არსებული კორპუსის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ.
აბონენტებს გაზი უკვე მეორე დღეა არ აქვთ.
როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი ქოიავამ განუცხადა, მიზეზი ავარიული შემთხვევაა.
ადგილზე მუშაობს ტექნიკური ჯგუფი და ქოიავას თქმით, ყველანაირად ცდილობენ, რომ მოქალაქეებს ბუნებრივი აირის მიწოდება დღესვე აღუდგეთ.