რუსთავში, მამაკაცი ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, 40 წლამდე მამაკაცი ბინაში მივიდა და ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ქალმა ქმარს კარი არ გაუღო, რის შემდეგაც მამაკაცმა საცხოვრებელ ბინაში შეღწევა კარის დაზიანებით სცადა.
მომხდარის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის.
პოლიციამ ახალგაზრდა კაცი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავა.