ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენთან ერთად პირადობის მოწმობაც ჩააგდო. ამის შესახებ ინფორმაციას Netgazeti.ge ავრცელებს. ფაქტი თბილისში სამგორის მე-6 ოლქის 105-ე უბანზე დაფიქსირდა.
უბნის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მოქალაქეს საარჩევნო ყუთის გახსნამდე მოუწევს ლოდინი პირადობის მისაღებად.