რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2023-01-13 00:26:22

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 იანვარს 14:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს რუსთავში: მშენებელთა, წერეთლის, ფიროსმანის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.