"ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მორები გადმოყარა და მიიმალა"

2023-01-12 13:37:09
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, მოქალაქე, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, წიფლის სახეობის 7 კუბური მეტრი მოცულობის მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა. მოქალაქე არ დაემორჩილა კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მოთხოვნას შეჩერების თაობაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მორები გადმოყარა და მიიმალა. შესაბამისად, სამართალდამრღვევის მიმართ, ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლითაც შედგა.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.