რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2023-01-12 00:40:12

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 იანვარს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს რუსთავში სადგურის, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.