ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახმა ნივთების გამოტანაც ვერ მოასწრო.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ახორციელებდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.
უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დახმარებას გაუწევს.