რა უნდა გაითვალისწინონ რუსთაველება

2023-01-11 00:08:10

კომპანია "რუსთავის წყლის" რეკომენდაცია მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით.

10 იანვრიდან 15 იანვრამდე მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით, წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია "რუსთავის წყალი" კერძო სახლებში მცხოვრებ აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავს:

სასურველია, შეფუთოთ თქვენს კუთვნილებაში არსებული ღია სივრცეში და ზედაპირულად განლაგებული აღრიცხვის კვანძები და წყალსადენი ქსელები.

ასევე, რეკომენდებულია, ღამის განმავლობაში მოშვებული დატოვოთ ონკანი წყლის მცირე ჭავლით. ამავე პერიოდში, იმ აბონენტებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან, როგორც საყოფაცხოვრებო ანუ ფიზიკური პირი, წყლის ჭარბი მოხმარების საფასური დაუკორექტირდებათ განცხადებით მომართვის საფუძველზე.