თბილისში პოლიციის თანამშრომელი მოკლეს.
როგორც "ინფო რუსთავის" შსს - ში განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული და დაკავებული მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ, დაკავებულმა სამინისტრო რამოდენიმე თვის წინ დატოვა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.