რუსთაველი 3 თვის ელაიდა ქვათაძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას ჩვილის დედა ავრცელებს.
რამდენიმე კვირის წინ ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. ვერ მოხდა დიაგნოზის დადგენაც, რის გამოც მისი თურქეთში გადაყვანა გახდა საჭირო.
ჩვილის დასახმარებლად საზოგადოებამ ფული შეაგროვა და თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.