თვითმფრინავში მგზავრი გარდაიცვალა.
პარიზის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავი, რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის აეროპორტში, ავარიულად დაეშვა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის გამოც ეკიპაჟმა, უკან დარუნების გადაწყვეტილება მიიღო. ქუთაისის აეროპორტში მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.