როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბელგიის პოლიცია ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებს. ასევე უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგიურ პოლიციასთან მუდმივ კონტაქტზე რჩება.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური წამებით მოკლეს, თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არც ოჯახი ადასტურებს.