ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2022 წელს შემოწმებულ თანამდებობის პირთა 36% დაჯარიმდა. ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
კერძოდ, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2022 წლის განმავლობაში შემოწმებული 377 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციიდან:
ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის შეწყვეტის მიზეზსაც წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მათი თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტიდან ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შერჩევამდე გასულია ერთ წელზე მეტი ვადა და არ წარმოადგენდნენ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს.